4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალებაზე მეზობლები, გამომძიებლები და გარდაცვლილის და დაკითხეს

18:27 06-12-2019
149

სანზონაში, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული, გარდაცვლილი გოგონას დედის ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მეზობლები, გამომძიებლები და გარდაცვლილის და დაიკითხნენ.

როგორც საქმის პროკურორი, ლევან ჟორჟოლაძე აცხადებს, დღეს სწორედ, ის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებიც პოლიციის მისვლის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და დაადასტურეს ის დაზიანებები, რომელიც გარდაცვლილს ჰქონდა.

„დღევანდელ საქმეზე მოცემული საქმის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც სასამართლოს მიწოდეს ინფორმაცია მოპოვებული მტკიცებულების ავთენტურობის შინაარსის სისწორის შესახებ. ასევე მეზობელი, რომელიც ერთ-ერთ შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა. ასევე დაიკითხა გარდაცვლილის და, რომელიც მოცემულ საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოწმე არ ცხოვრობდა ამ ოჯახში სასამართლოს მიწოდა თავისი მოსაზრება საქმესთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს ბავშვი არ ცხოვრობდა ოჯახში, ძალადობის შესახებ ინფორმაციაც არ ჰქონდა“ - განაცხადა პროკურორმა.