აცრემლებული კიტ ჰარინგტონი - ნახეთ მსახიობის რეაქცია GOT-ის ფინალის კითხვისას (ვიდეო)

15:01 05-27-2019

„სამეფო კარის თამაშებში ჯონ სნოუს როლის შემსრულებელმა კიტ ჰარინგტონმა, მერვე სეზონის ფინალური სერიის სცენარის წაკითხვისას ცრემლები ვერ შეიკავა. 

სტატია შეიცავს „სპოილერებს“

დენერისის მკვლელობის სცენა კიტ ჰარინგტონისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. მისი რეაქცია „სამეფო კარის თამაშების დოკუმენტურ ფილმშია დაფიქსირებული. კიტ ჰარინგტონი ერთადერთი იყო მსახიობთა შორის, რომელსაც სცენარი წინასწარ არ ჰქონდა წაკითხული და მხოლოდ კოლექტიური წაკითხვისას შეიტყო დრაკონების დედის სიკვდილის შესახებ. დენერისს სწორედ მისი საყვარელი მამაკაცი, ჯონ სნოუ კლავს. 

„სამეფო კარის თამაშების“ შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი HBO-ზე 25 მაისს გამოვიდა. იგი დეტალურად ასახავს ლეგენდარული სერიალის უკანასკნელ გადაღებებს, მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოსა და თითოეული მათგანის ემოციებს. 

 

ავტორი: მარიამ გიგანი