დედამიწაზე მარსის უმსხვილესი ფრაგმენტი აუქციონზე 5,3 მილიონ დოლარად გაიყიდა

მარსის უმსხვილესი ფრაგმენტი

დედამიწაზე აღმოჩენილი უმსხვილესი მარსული მეტეორიტი Sothebyʼs აუქციონზე 5,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ლოტის საბოლოო ფასი 4,3 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ სხვადასხვა მოსაკრებლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, მყიდველმა მასში დაახლოებით 5,3 მილიონი დოლარი გადაიხადა.

მეტეორიტი, სახელწოდებით NWA 16788, მეტეორიტების მაძიებელმა საჰარის უდაბნოში, ნიგერში 2023 წლის ნოემბერში აღმოაჩინა. მისი წონა 24,67 კილოგრამია, რაც დაახლოებით 70%-ით მეტია, ვიდრე დედამიწაზე ნაპოვნი სიდიდით მეორე ანალოგიური ფრაგმენტი.

გაყიდვამდე მეტეორიტი რომში, იტალიის კოსმოსურ სააგენტოში რომში და კერძო გალერეაში ტოსკანაში გამოიფინა.