პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, მოსახლეობას ტკიპის ნაკბენთან დაკავშირებით აფრთხილებს: 

„ტკიპებთან დაკავშირებით შემოდის ბევრი კითხვა,გიპასუხებთ აქ ჩემო ძვირფასებო... თუ ბავშვს ტკიპა აზის მნიშვნელოვანია სწრაფი და სწორი რეაგირება:

ტკიპის სწრაფი მოცილება: გამოიყენეთ წვრილი პინცეტი. ეცადეთ,რომ ტკიპა ამოიღო მთლიანად, თავის ჩათვლით. არ გამოწიო, არამედ ნელა და სტაბილურად ამოაყოლე კანს.

არ გამოიყენოთ ზეთი, სპირტი ან სხვ. ნივთიერებები მოცილებამდე — ეს ტკიპას აიძულებს გამოაფრქვიოს ნაწლავის შემცველობა კანში, რაც ზრდის ინფიცირების რისკს (მაგ. ლაიმის დაავადება).

დაუმუშავეთ ადგილი ანტისეპტიკით: ბეტადინი,იოდი,წყალბადის ზეჟანგი, სპირტი(მოკლედ რაც გაქვთ)
 დაიმახსოვრე ტკიპის მოცილების დრო და თარიღი,შეიძლება საჭირო გახდეს ინფექციური დაავადებების მონიტორინგისთვის.

დააკვირდით ბავშვს 30 დღე:თუ გამოუვლინდა სიცხე, გამონაყარი, დაღლილობა, სახსრების ტკივილი — აუცილებლად მიმართე ექიმს.

ტკიპა შეგიძლიათ შეინახოთ პატარა კონტეინერში ლაბორატორიული ანალიზისთვის, განსაკუთრებით თუ ბავშვი ავად გახდება.

აქვე მინდა გითხრათ,რომ ექიმს შეიძლება დაჭირდეს პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა, განსაკუთრებით ენდემურ ზონებში. ნუ ატეხავთ პანიკას,ნუ შეგიპყრობთ შიში,იმოქმედედ მშვიდად(აფორიაქებულებს გაგიჭირდებათ იუველირული მოქმედების შესრულება) ისე ვის აშინებდა ტკიპა წლების წინ

ტკიპები ყოველთვის იყვნენ და კბენდნენ ადამიანებს!!! უბრალოდ 21-ე საუკუნეა და მეტად ყურადღებიანები გავხდით ინფორმატიულობის გაზრდის გამო და მშიშრები ნერვული სისტემის ლაბილურობის მატებსთან ერთად ეს ისე, ხუმრობით  დაკვირვება, ყურადღება და ნებისმიერი პრობლემის დროული მონიტორირება ამცირებს დაავადებების რისკებს“,- წერს პედიატრი.