შალვა პაპუაშვილი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ დედაქალაქის მერის ანგარიშს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ანგარიშს დაესწრო, რომელიც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა.

„კახა კალაძემ კიდევ ერთი ანგარიში წარადგინა და თბილისის მოქალაქეებმა ნახეს, თუ რა გაკეთდა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებებით მისი მერობის პერიოდში. თუმცა, ამ ყველაფერს პრეზენტაციის გარეშეც, ყოველ დღე, თითოეული ჩვენგანი საკუთარი თვალით ხედავს - თბილისში აღარ დარჩა უბანი, სადაც სპორტული მოედანი არ არის მოწყობილი. ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის პროფესიული განათლების პროგრამით 11 ათასი ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 75 პროცენტი სწორედ ამ გადამზადების წყალობით დასაქმდა. ბევრი მიმართულებაა, სადაც თბილისის მერიამ მანამდე არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. შესაბამისად, მომავალი ოთხი წლისთვისაც იქნება გეგმები წარმოდგენილი იმისთვის, რომ ეს მიღწევები და შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა თბილისის მერის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ.

დედაქალაქის მერის ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე.