აშშ-ში მინერალების გარეშე უნიკალური მაგნიტი შექმნეს

მაგნიტი

ამერიკულმა ლაბორატორიამ შექმნა ახალი მაგნიტი, რომელიც მთლიანად რკინისა და აზოტისგან არის დამზადებული. ის არ შეიცავს მინერალებს, რაც ნამდვილი გარღვევაა.

მაგნიტი ჩინელმა მეცნიერმა ჯიან-პინგ ვანგმა შეიმუშავა და ის რევოლუციას მოახდენს ტექნოლოგიებში. იქნება ეს ელექტროძრავები და ქარის ტურბინები თუ სამედიცინო მოწყობილობები.

გამოცემაში გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მაგნიტი არ შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა სამარიუმი და დისპროზიუმი. მას აქვს მაგნიტური ველის სიძლიერე, რომელიც აღემატება ყველა ცნობილ მასალას.

მეცნიერების თქმით, ახალმა მაგნიტმა შესაძლოა ჩაანაცვლოს მუდმივი მაგნიტები, რომლებიც ამჟამად ბევრ ელექტრონულ მოწყობილობაში გვხვდება, მათ შორის სმარტფონებში, ელექტრომობილებსა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატებში.

ამ მაგნიტების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი უფრო ეკოლოგიურად სუფთაა და დამზადებულია მხოლოდ იმ მასალებისგან, რომლებიც ხელმისაწვდომია შეერთებულ შტატებში. ვანგის თქმით, მისი კომპანიის მაგნიტები ინარჩუნებენ შესანიშნავ მუშაობას მაღალ ტემპერატურაზეც კი, რაც მნიშვნელოვანია ახალი თაობის ელექტროძრავებისთვის.