ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ქამრის დასაცავად მზად არის. რამდენიმე საათში, მერაბ დვალიშვილი ორგანიზაციის კიდევ ერთ ვარსკვლავს - შონ ო’მალის დაუპირისპირდება. მებრძოლებისთვის ეს განმეორებითი შეხვედრაა, მას შემდეგ, რაც დვალიშვილმა მეტოქეს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ჩემპიონი, გამარჯვების შემთხვევაში, მინიმუმ, 750 000 დოლარს მიიღებს. არ არის გამორიცხული, თანხა მილიონ დოლარამდე გაიზარდოს.
სექტემბერში დაკარგული ქამრის დაბრუნებას შეეცდება შონ ო’მალი. მის ანგარიშზე, კარიერის განმავლობაში, 18 მოგებაა - მათ შორის, 12 ნოკაუტით.
ბრძოლის წინ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზონის ჩემპიონს მხარდაჭერა ორგანიზაციის კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა - ილია თოფურიამ გამოუცხადა.
დვალიშვილსა და ო’მალის შორის ბრძოლა UFC 316-ის მთავარ მოვლენად დასახელდა და მას უამრავი გულშემატკივარი ელოდება. ბრძოლა 8 ივნისს, თბილისის დროით, დილის 06:00 საათზე დაიწყება.