სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
1749326355
რთა ლიგის 2025 წლის ფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს, კრიშტიანო რონალდოს კითხვა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შესახებაც დაუსვეს.
40 წლის ფეხბურთელის თქმით, ამ ჯილდოს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდის წევრი უნდა იგებდეს.
„ინდივიდუალური ჯილდოების არ მჯერა. ვიცი, რა ხდება კულისებში და როგორ მუშაობს ეს სისტემა. ჩემი აზრით, „ოქროს ბურთს“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდის წევრი უნდა იგებდეს.
წელს ბევრი ვარიანტია – დემბელე, იამალი, მბაპე, ვიტინია, მაგრამ ჩემთვის „ოქროს ბურთს“ ფასი დაკარგული აქვს“, – განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ 2024/2025 წლის სეზონში ჩემპიონთა ლიგა „პარი სენ-ჟერმენმა“ მოიგო, ხოლო ამ მომენტისთვის „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტად უსმან დემბელე ითვლება. თავად რონალდომ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში ხუთჯერ მოიპოვა.
ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიის ნაკრები 8 ივნისს ესპანეთს შეხვდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.