ვირზე „შრეკიდან“ სოლო ფილმს გადაიღებენ

ვირი

„შრეკის“ ანიმაციური ფრანშიზა გაფართოვდება - სოლო ფილმს მულტფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ვირი მიიღებს.

ინფორმაცია გამოცემას Screen Rant-ს ედი მერფიმ გაუზიარა, რომელიც პერსონაჟს ახმოვანებს. მისივე თმით, მუშაობა ანიმაციაზე შემოდგომაზე დაიწყება. ახალი ნაწილი ვირის და მისი მეუღლის - დრაკონ ელიზაბეტის და მათი შვილების ცხოვრებას დეტალურად გვაჩვენებს.

ვირს, რომელიც „შრეკის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია აქამდე სოლო ფილმი არ ჰქონია, მაშინ როდესაც ფრანშიზის კიდევ ერთ გმირზე - ჩექმებიან კატაზე უკვე 2 სპინოფი გადაიღეს.

„შრეკის“ მეხუთე ნაწილი კი ეკრანებზე 2026 წლის 1 ივლისს გამოვა.