ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში გამართულ კონცერტზე კომენტარს აკეთებს
1753639980
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხთან ერთად, ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გეკა გელაძემ პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მათ შორის საუბარი შეეხო ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, საქართველოში უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აჭარის რეგიონში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად გაძლიერებული რესურსით არიან მობილიზებულები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და მიმდინარე რეფორმებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.