მძიმე ავარია თელავში - რა დეტალები ვრცელდება ადგილიდან
1753703916
28 ივლისს, 18:00 საათზე ხელოვნების სასახლეში ლადო ასათიანის სახელობის პრემიის კონკურსში მონაწილეთა ლექსების კრებულის პრეზენტაცია შედგება.
ლადო ასათიანის სახელობის პრემია საზოგადოება საზოგადოება ქართული • Society Georgian გასული წლის 16 აგვისტოს დაარსდა და განკუთვნილია ახალგაზრდა პოეტებისთვის.
კონკურსში ოცამდე ახალგაზრდა პოეტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ყველაზე უმცროსი 14 წლისაა.
ჟიურის შემადგენლობა: თავმჯდომარე - საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი, პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მაყვალა გონაშვილი.
წევრები: ქეთი დუმბაძე, მწერალთა სახლის დირექტორი. რეზო კლდიაშვილი, მწერალი, დრამატურგი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ბადრი ქუთათელაძე, პოეტი, მკვლევარი, დიდუბის პანთეონის დირექტორი.
პირველი კონკურსის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდა პოეტი ოთარ ფალიანი. პრემიასთან ერთად, რომელიც 3000 ლარს შეადგენდა, გამარჯვებული დაჯილდოვდა სიგელითა და ლადო ასათიანის მედლით, რომელიც ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გოგა შხვაცაბაიამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაამზადა.
#საზოგადოებაქართული-ს გადაწყვეტილებით, ლადო ასათიანის სახელობის პრემიის ფარგლებში, გამოიცა ლადო ასათიანის სახელობის ლიტერატურული ალმანახი, რომელშიც კონკურსში მონაწილე ყველა ახალგაზრდა პოეტის მიერ ჟიურისთვის გამოგზავნილი ლექსები გამოქვეყნდა.
დღეს საქართველოს ხელოვნების სასახლეში (კარგარეთელის #6) შედგება საზოგადოებისთვის ალმანახის წარდგენა.
ღონისძიებას დაესწრება საზოგადოება ქართულის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.