მინდა ჩემს საფლავზე პენისის ქანდაკება იდგეს - 99 წლის მექსიკელი ბებოს უკანასკნელი სურვილი (ფოტოები)

ბებო

 99 წლის კატარინა ორდუნიამ სიკვდილის წინ ოჯახს ერთი უჩვეულო სურვილის  შესრულება სთხოვა. მექსიკელ ქალს სურს მის საფლავზე 170 სანტიმეტრის პენისის ქანდაკება განეთავსებინათ. ინფორმაციას NYpost ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კატარინას უკანასკნელი თხოვნა ოჯახმა გაითვალისწინა და მის საფლავზე 272 კილოგრამიანი პენისის ქანდაკება დადგეს, 

„თავიდან ამ ყველაფერს არასერიოზულად აღვიქვამდით, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ მისი სურვილი რეალობად გვექცია",- ამბობს კატარინას ახლობელი.