„არავის უსწავლებია ჩემთვის სწორი ცხოვრება... ბევრი შეცდომის შემდეგ, ჩემით მივხვდი...“ - ქეთი ქველაძე მიმართვას ავრცელებს

ქეთი ქველაძე

ბლოგერი ქეთი ქველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარი ცხოვრების ცვლილებაზე საუბრობს.

„5 წლის წინ ჩემთან რომ მოსულიყავი და გეთქვა, ქეთი, 5 წელში დააღწევ თავს შენს მოძალადე „ქმარს“, იყიდი ბინას, აიღებ მართვის მოწმობას და ბათუმში შენი მანქანით წახვალთ სამოგზაუროდ… არ დავიჯერებდი! ჩემი უდიდესი ოცნებები ახდა!

1. დავიმსახურე უცხო ადამიანების სითბო და სიყვარული.

2. ამ ხალხმა მაყიდინა ბინა!

3. ავიღე მართვის მოწმობა და ამ ხალხმა მაყიდინა მანქანაც!

ოთხი და ყველაზე მთავარი!

- უფალს რომ არ ვუყვარდე და არ ზრუნავდეს ჩემზე, არც 3 ჯანმრთელ ანგელოზს მაჩუქებდა. არც ხალს შევუყვარდებოდი და ზოგადად, ამ წამს ან მკვდარი, ან ლოთი, ბოზი, ბარიგა, ნარკომანი, ქურდი ვიქნებოდი. ამიტომ მადლობა უფალო იმისთვის, რომ ბედნიერი ვარ და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მიგზავნი სხვადასხვა ადამიანს, რომლებმაც მე დღეს აქამდე მომიყვანა.

დედაჩემს და მამაჩემს ბედნიერი ცხოვრება არ ჰქონიათ (ერთი მაშინ იყო მამიკო ბედნიერი, როცა დედა მოიყვანა ცოლად და მე რომ გავჩნდი … მამიკოს გოგო ვიყავი და ვარ)

ჩემი მშობლების წილი ბედნიერება მე მარგუნა უფალმა! ამ ცხოვრებაში ვერ იყვნენ ისეთი ბედნიერები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზეციდან მიყურებენ და ჩემით ხარობენ, რომ კარგი გოგო ვარ და რაც მე დამაკლეს, მე ჩემს შვილებს ვაძლევ.

არავის უსწავლებია ჩემთვის სწორი ცხოვრება, არავის აუხსნია, რომ შვილები არ უნდა მივატოვო… ბევრი შეცდომის შემდეგ, ჩემით მივხვდი, რა არის სწორი და რა არასწორი.

არ ვარ ბოროტი! იმიტომ, რომ დედ-მამა-ბებია მყავდა კეთილები  კი ტუტუცი და უზრდელი ვარ, თუმცა როგორსაც დამიმსახურებენ, ისეთი ვხდები! და ბოლოს, მე რომ თავის დროზე პატრონი მყოლოდა, დღეს იმაზე უკეთესი, შემდგარი ქალი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ. თუმცა, მადლობა უფალს, რომ სწორი გზა დამანახვა და ლაფიდან ამომათრია“, - წერს ქეთი ქველაძე.