საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
1753447800
თურქეთის გარემოს სამინისტროს ინფორმაციით, მეტეოროლოგებმა ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დააფიქსირეს. პარასკევს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სილოპიში თერმომეტრის მაჩვენებელი +50,5C გრადუსამდე აიწია.
სილოპი თურქეთის ერაყთან და სირიასთან საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. მაღალი სიცხის გამო ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს.
ტემპერატურის წინა რეკორდი თურქეთში 2023 წლის აგვისტოში დაფიქსირდა - 49,5C.