კეტრინ ზეტა ჯონსი და მაიკლ დუგლასი განქორწინებას აპირებენ?! - რა ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტსივრცეში

კეტრინი და მაიკლი

ბოლო რამდენი დღეა, რაც ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი და 80 წლის მაიკლ დუგლასი განქორწინებას აპირებენ.

ანონიმური წყაროები ირწმუნებიან, რომ წყვილმა საერთო ქონების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათივე თქმით, განქორწინების მიზეზი მაიკლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. როგორც ისინი ამბობენ, დუგლასს ასაკი დაეტყო - უჭირს სიარული და  დროს ძირითადად სახლში ატარებს. ცხოვრების ასეთი წესი კი კეტრინს აღარ მოსწონს.

ამ თემაზე კომენტარი არც მაიკლ დუგლასს და არც კეტრინ ზეტა ჯონსს არ გაუკეთებია. აღსანიშნავია ისიც, რომ წყვილის სავარაუდო განქორწინების ამბავზე ჯერჯერობით არცერთ პრესტიჟულ გამოცემას არ დაუწერია.