მე ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ბევრი გამოხმაურება ვნახე გუშინდელ ჩემს პოსტზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, მადლობელია მათი „გამძლეობისა და გაუტეხელობისთვის“.

„მე ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს. მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ! მჯერა, რომ ასეთი ერთიანობით ჩვენ მოვახდენთ რეჟიმის დემონტაჟს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, 23 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ ე.წ. ხელისუფლებას ძალიან უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, მოვუწოდებ პარტიის ყველა წევრს, არ აჰყვნენ ქოცურ მაქინაციებს“.