„ეს ყველაფერი 10 წელი გაგრძელდა....“ - ნუცა ბუზალაძის გულახდილი ინტერვიუ - რაზე საუბრობს მომღერალი

ნუცა ბუზალაძე

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე ვიდეოში გამომწერებს უზიარებს თავის 10- წლიან ბრძოლას, რომელიც წონის დაკლებისთვის გაიარა: 

„პირველად ტელევიზიაში 13 წლისა საკში გამოვჩნდი. მას შემდეგ ბევრი სტრესი გავიარე, იყო უამრავი ცვლილება, გავხდი ქალი… და უცებ აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს ჰქონდა საკუთარი მოსაზრება ჩემს სხეულთან დაკავშირებით, ჩემს წონაზე, იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებოდი, არ მოვიტყუები, ეს რთული იყო.

პატარ-პატარა დიეტების გაკეთება დავიწყე, სწრაფი შედეგების მოლოდინში, ზოგჯერ მუშაობდა კიდეც, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. ეს არ იყო ჯანმრთელი მიდგომა… დაა ეს ყველაფერი გაგრძელდა თითქმის 10 წელი.

როგორც კი დავიწყე ჩემი სხეულის შეყვარება, ისეთის, როგორიც ის იყო, ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ახლა მაქვს რუტინა, პროტოკოლი, საუზმე, ლანჩი და სადილი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს… მინდა, რეალურად ვიყო ჯანმრთელი და ეს მუშაობს…“,- ამბობს ნუცა ვიდეოში.