„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაპირისპირების შედეგად მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გ.ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საცხოვრებელ საკანში, და არა სამარტოო საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის, მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.
უწყებამ განცხადებაში დმატებით განმარტა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.