როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
ორეგონის შტატში მცხოვრებ წყვილს, სანდი და მაიკ მარტინებს, თავშესაფრიდან რამდენიმე კატა ჰყავთ აყვანილი. ერთ-ერთი მათგანი 3 წლის ლილია, რომლის მიმართაც ოჯახს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.
ერთ დღეს, როცა სანდი ლილისთან ერთად თამაშობდა, კატას ყურადღება გაეფანტა და ბუხართან მდებარე თითბრის მილის სარქველს მიუახლოვდა. ლილიმ მეტალის სარქველს, უბრალოდ, უყნოსა, ამიტომ სანდიმ იფიქრა, რომ მას ბზინვარე ნივთი მოეწონა. თუმცა, როცა კატა ადგილს არ მოსცილდა, მისი პატრონი დაეჭვდა.
როდესაც სანდი ადგილს მიუახლოვდა და თავადაც უყნოსა მილს, გაზის სუნი ეცა.
„ძალიან მკრთალი სუნი იყო. კვერცხის მძაღე სუნი კი არ ჰქონდა. ამიტომ დაეჭვებულმა ჩემს ქმარს ვთხოვე, თავადაც ეყნოსა",- ამბობს კატის პატრონი.
როცა ოჯახის სამმა წევრმა სუნის არსებობა დაადასტურა, სასწრაფოდ გამოიძახეს დახმარება, რომელმაც, მოგვიანებით, მარტინებს უთხრა, რომ ძალიან საშიში გაჟონვა იყო და ისინი უბედურ შემთხვევას გადარჩნენ. ეს ამბავი 2021 წელს მოხდა.
ლილის ოჯახში გმირის წოდება მიენიჭა. მან დამსახურებული ჯილდოც მიიღო - საყვარელი საჭმელი.