1692302192
აეროპორტის ტერიტორიაზე დათვის შეპარვის გამო, იაპონიაში ათობით რეისი გადაიდო

The Guardian-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს, იამაგატას აეროპორტი, დროებით მას შემდეგ დაიკეტა, რაც ასაფრენ ბილიკზე შავი დათვი გამოჩნდა.
აეროპორტის თანამშრომლები ცხოველს მანქანის საშუალებით დაედევნნენ და მისი ტერიტორიიდან გაყვანა სცადეს, თუმცა დათვი დაიმალა, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, ასაფრენი ბილიკი დაკეტეს.