დევიდ ბექჰემს ოპერაცია ჩაუტარდა

ბექჰემი

ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დევიდ ბექჰემმა ოპერაცია გაიკეთა. ყოფილ ფეხბურთელს ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი. 

ცნობილია, რომ ბექჰემმა, 2003 წელს მოიტეხა ხელი, სამხრეთ აფრისკასთან ამხანაგური მატჩის დროს.

მას ოპერაცია გაკეთებული ჰქონდა, მაგრამ წლების განმავლობაში აწუხებდა ტკივილები.

რენტგენმა აჩვენა, რომ წლების წინ, ოპერაციის დროს გამოყენებული ხრახნი, რომელიც უნდა დაშლილიყო, სინამდვილეში წინამხარში იყო ჩასმული.

ახლა, ინგლისის ნაკრების ლეგენდა თავს შესანიშნავად გრძნობს.