ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლორენცო სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს

ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი ლორენცო სონეგო ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილი ორივე სეტში დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს თითოეულ კომპონენტში აჯობა. ჯამში, იტალიელს სამჯერ აართვა ჩაწოდება, თავად კი მხოლოდ ერთხელ დათმო.

ჰალეს ტურნირის ბალახის საფარზე ტარდება და უიმბლოდინის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებად ითვლება აღნიშნულ ზედაპირზე.

ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 118-ე ადგილზეა.