„ნერწყვითა და ახლო კონტაქტით გადადის...“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს
1781468721
ახალი სკანდალი - ამერიკელი მეცნიერის მტკიცებით, უცხოპლანეტური სიცოცხლის 4 სახეობაა აღმოჩენილი. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
აშშ-ის დაზვერვისა და თავდაცვის პროგრამების მიერ დაფინანსებული მეცნიერი, სახელად ჰალ პუთობი ამტკიცებს, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ ჩამოვარდნილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტებიდან (UFO/UAP) უცხოპლანეტური სიცოცხლის 4 სახეობა ჩაიგდო ხელში. ეს განცხადება მან პოდკასტში- „The Diary of a CEO“გააკეთა.
მისივე თქმით, ამის შესახებ აქტიურად საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც მსგავსი ობიექტების აღმოჩენისა და შეგროვების პროცესში იყვნენ ჩართული. როგორც ის ამბობს, თავად ამ მასალებზე პირდაპირი წვდომა არ აქვს, ამიტომ ინფორმაციას სხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პუთოფის კოლეგის, ერიკ დევისის თქმით, აღმოჩენილი 4 სახეობა ასე გამოიყურება:
ნორდიკები“ (Nordics), “გრეები“ (Grays), „ინსექტოიდები“ (Insectoids) და “რეპტილიანები“ (Reptilian).
დევისის თქმით, ეს არსებები გარკვეულწილად ადამიანებს ჰგვანან, რადგან ორი ხელი და ორი ფეხი აქვთ.
უფრო კონკრეტულად:
„გრეები“ - დაბალი, ნაცრისფერი კანის არსებები არიან. მათ დიდი თავი და შავი, ნუშის ფორმის თვალები აქვთ;
„ნორდიკები“ - მაღალი, ქერათმიანი და ღია თვალის ფერის მქონე ჰუმანოიდები, რომლებიც ადამიანებს ყველაზე მეტად ჰგვანან;
„რეპტილიანები“ - ქვეწარმავლის მსგავსი არსებები ქერცლიანი კანით, ხვლიკისებური სახითა და ვერტიკალური გუგებით;
„ინსექტოიდები“ - კალიის მსგავსი გარეგნობის არსებები, სამკუთხა თავით, დიდი თვალებითა და გრძელი კიდურებით.
მნიშვნელოვანია, რომ ეს აღწერები ეფუძნება უფოლოგიურ თეორიებსა და თვითმხილველთა მონათხრობს და მათი არსებობა მეცნიერულად დადასტურებული არ არის.