1756274368
ლუკა კოჩალიძე და ანრი ფუტკარაძე 20 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ბულგარეთი 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
მსოფლიოს ჩემპიონობა ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) და ლუკა კოჩალიძემ (87კგ) იზეიმეს. ბრინჯაოს პრიზიორი ვახტანგ ლოლუა (60 კგ) გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საქართველოს ორი მედალი მოუტანა. ბრინჯაოს პრიზიორები დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) გახდნენ.
სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.