1756230764
საქართველოს საზღვართან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დაღესტანში, დერბენდთან ახლოს დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.
დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.