წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშეა – ქართველი თავდამსხმელი საერთაშორისო პორტალმა whoscored.com-მა გამოარჩია.
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში კონკურენტ „იუვენტუსთან“ (5:1) გამარჯვებაში – 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, პირველი გოლი კი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა.
პორტალმა „ნაპოლის“ ქართველ ლეგიონერს ყველაზე მაღალი შეფასება – 9,8 ქულა დაუწერა, მის თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს – 9,4. ასეთი მაღალი ქულა ხვიჩას აქამდე არასდროს მიუღია.
სერია A-ს მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში კვარაცხელიასთან ერთად, „ნაპოლის“ კიდევ სამი მოთამაშე მოხვდა – გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო (7,7), ამირ რაჰმანი (7,8) და ვიქტორ ოსიმენი (9,4).