1748896937
აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.
სალომე ნეფარიძე
1748896937
აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.
1747416917
,,აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა!“ - GWP-ი მოსახლეობას აფრთხილებს
GWP-ი მოსახლეობას აფრთხილებს,,ხვალ, 17 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, გორგასლის და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 17 მაისს საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 17 მაისს, საღამოს 22:00 საათიდან 18 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:კრწანისის რაიონში:გორგასლის N 22-28 (ლუწებს), N 73; გულუას N 10 და გიორგი გურამიშვილის ქუჩას.ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1747090919
როგორი ამინდი იქნება 13 მაისს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
13 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.ამინდი ქალაქების მიხედვით:გაგრა +14 - წვიმასოხუმი +14 - წვიმაზუგდიდი +14 - წვიმამესტია +9 - წვიმაფოთი +14 - წვიმაბათუმი +15 - წვიმაოზურგეთი +15 - წვიმაქუთაისი +13 - წვიმაამბროლაური +14 - წვიმაახალციხე +13 - წვიმაბორჯომი +10 - წვიმაბაკურიანი +10 - წვიმაგორი +15 - წვიმაცხინვალი +14 - წვიმასტეფანწმინდა +10 - წვიმაგუდაური +5 - წვიმათელავი +19 - წვიმარუსთავი +21 - წვიმათბილისი +20 - წვიმა
1741467358
ანტიბიოტიკით დაბინძურებული თაფლი ქართულ ბაზარზე - მძიმე გავლენა ჯანმრთელობაზე.როგორ ხვდება საშიში ნივთიერება თაფლში?ნახეთ კურიერი P.S-ის ანონსი ↓
1739983698
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ.38 წლის რაბიტ ბაკიევი პოლონეთში სამუშაოდ სამი თვით გაემგზავრა. ოჯახი ახალგაზრდა კაცს უკვე 10 დღეა ვერ უკავშირდება. რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს მითითებულ ნომრებზე: +995 558 65 02 22 ან WhatsApp-ის საშუალებით +48 728 084 258.
1737232652
მოძრაობა აკრძალული! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
1732647587
დეკემბერში ზოდიაქოს 4 ნიშანს ფინანსური წარმატება ელის
ტყუპებიიუპიტერის გავლენით, ტყუპებს ექნებათ ფინანსურად სტაბილური და წარმატებული პერიოდი. ახალი შესაძლებლობები და მოულოდნელი შემოსავალი ამ თვეში ტყუპებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება, თუმცა, რეკომენდებულია ფრთხილად დაგეგმონ ხარჯები, რათა გაუთვალისწინებელი სიტუაციები თავიდან აირიდონშვილდოსანიმშვილდოსნებისთვის დეკემბერი კარიერული ზრდისა და პროფესიული წარმატების დროა, რაც პირდაპირ აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. ახალი პროექტები და თანამშრომლობები, სწორად გამოყენების შემთხვევაში, კარგი შემოსავლის წყარო იქნება.თხის რქათხის რქებს შესაძლებლობა ექნებათ ფინანსურად გაძლიერდნენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეძლებენ სამუშაოსა და პირად ვალდებულებებს შორის ბალანსის დაცვას. ახალი კარიერული ნაბიჯები მათთვის წარმატების საწინდარი გახდება.კურომიუხედავად ზოგადი სიფრთხილის საჭიროებისა, კუროებს ფინანსურად ხელსაყრელი პერიოდები აქვთ დეკემბერში. მთავარია, თავიდან აიცილონ გადაჭარბებული ხარჯვა და ყურადღება გაამახვილონ დანაზოგზე.
1728928620
საქართველო - ალბანეთის თამაში 0:1 დასრულდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა.შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.
1728657183
ვერ იქნება ბუნდესტაგში, ვერც ბრიუსელში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, მოსკოვში და პეკინში მიღებული გადაწყვეტილებები ამოსავალი წერტილი ქართველი ამომრჩევლისთვის, - ასე გამოეხმაურა დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტსა და ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციებს.იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი რეზოლუციებისა და გარედან გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ოპოზიციის დახმარებაა და მმართველ გუნდში ასეთი ქმედებების ინტენსივობის გაზრდის შესახებ ადრეც საუბრობდნენ.„ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ, ეს ძალიან კარგად იცის ელექტორატმაც - იმ ადამიანებმა, რომლებიც 26 ოქტომბერს უნდა წარდგნენ საარჩევნო ურნებთან და გააფერადონ ის ნომერი, რომელიც ქვეყანას მშვიდობისკენ და არა ომისკენ და იმ ტრაგედიებისკენ წაიყვანს, რაც 2012 წლამდე იყო“, - განაცხადა მათიკაშვილმა.მისივე თქმით, ასეთი ჩარევები ქვეყნის შიდა საქმეებში საზოგადოების უფრო მეტ კონსოლიდაციას გამოიწვევს და საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო კარგად დაფიქრდებიან იმაზე თუ ვის მისცენ ხმა და მხარს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაუჭერენ.
1723235606
ახალ ზელანდიაში მიწისძვრა მოხდა
ახალ ზელანდიაში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.9 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
1716396907
პროექტში დაძაბულობა პიკს აღწევს - რატომ ატირდა სალომე უშხვანი
პროექტში დაძაბულობა პიკს აღწევს. სალომე უშხვანმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. დღევანდელ ეპიზოდში ნახავთ რა მოხდა მონაწილეებს შორის.
1715191071
თბილისში წყალი შეწყდება! - გადაამოწმეთ მისამართები
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.საბურთალოს რაიონში, ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩის N 37ბ თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16:15-დან 23:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:ბოჭორიშვილის ქუჩის N 37 ის კორპუსებს.საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომი, რამაზის ქუჩის N 15 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14:30-დან 22:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: სოფელ დიღომში რამაზის ქუჩას.საბურთალოს რაიონში, წყალი შეუწყდათ ავარიულად პეტრე იბერის ქუჩის N26 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 08/05-ის 08:00-საათზე. წყალმომარაგება შეუწყდა: პეტრე იბერის N24, N26, 1 შესახვევს, დემეტრე თავდადებულის N30-ს.წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 08/05/2024 23:00-საათამდე.