რუსეთში 40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს გადასახადი უნდა დაუწესონ - რუსი დეკანოზი
1747516723
ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია. იანვარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასულმა ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის ბოლო ტურში „ოსერთან“ დუბლი შეასრულა და უმაღლესი შეფასება, 10 ქულა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფეხბურთელი ისტორიაში მე-14 მოთამაშეა, რომელმაც კარიერის მანძილზე იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგო.
კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად 2023 წელს სკუდეტოს გამარჯვებული გახდა. მას შესაძლებლობა აქვს, ამ ტიტულს წელსაც დაეუფლოს, რადგან სერია A-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა და „ინტერს“ ერთი ქულით ასწრებს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, საფრანგეთში გადასვლამდე იტალიური გუნდის რიგებში 17 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენში“ მის სტატისტიკას, საქართველოს ნაკრების ლიდერმა 14 შეხვედრაში ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
უახლოესი ორი თვის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ სამი ტიტულის დაუფლების შანსი აქვს – „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის და საფრანგეთის თასის ფინალშია გასული, ასევე ითამაშებს ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე აშშ-ში.