ირანის ბირთვულ ობიექტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1751132633
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერ მაიამის“ მერვედფინალის წინ, ამერიკული გუნდის ფორვარდმა ლიონელ მესიმ პარიზულ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
„ეს იყო ორი წელი, რომლისგანაც სიამოვნება არ მიმიღია. არ ვიყავი ბედნიერი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ცუდი დრო იყო ჩემთვის. არ მაწყობდა არც ერთი დღე – არც ვარჯიშები, არც მატჩები. ძალიან მიმძიმდა ადაპტირება.
თავიდან მიღება ძალიან თბილი იყო. მაგრამ შემდეგ ადამიანების განწყობა ჩემს მიმართ შეიცვალა. მოხდა გახლეჩა გულშემატკივრების დიდ ნაწილთან, რაც, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არ ყოფილა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მანამდე მბაპესა და ნეიმარის შემთხვევაში. მე ვიცი, რომ ასეთია მათი ქცევის მანერა“, – მოჰყავს მესის სიტყვები გამოცემა El Nacional-ს.
„ინტერ მაიამისა“ და პსჟ-ს მერვედფინალი 29 ივნისს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.