კილიან მბაპე Dior-ის ამბასადორი გახდა

კილიან მბაპე

ფრანგი ფეხბურთელი კილიან მბაპე მოდის სახლის Dior ახალი გლობალური ამბასადორი გახდა. შესაბამისი განცხადება ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა ჯონათან ანდერსონმა გააკეთა. მისი თქმით, მბაპე „თაობის ხმაა“ და მისი ქარიზმა მას ბრენდის იდეალურ წარმომადგენლად ხდის.

კოლაბორაცია მბაპეს 2026 წლის კაცების საზაფხულო კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობით დაიწყო.

მბაპე ასევე პარფიუმ Dior Sauvage-ის ახალი სახე გახდება და ამ როლს ჯონი დეპთან გაინაწილებს.