დღეს ამინდი შეიცვლება - ნახეთ, სინოპტიკოსების პროგნოზი
1752560310
კაბა, რომელიც ცოცხალია და სუნთქავს - ბრენდმა, სახელწოდებით Iris van Herpen პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში საზოგადოებას საოცარი შოუ წარუდგინა.
ირის ვან ჰერპენმა მაღალი მოდისადმი თავისი შემოქმედებითი მიდგომა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ფორმით წარმოადგინა – დიზაინერმა შექმნა ე.წ. „ცოცხალი ლუქი“, რომელშიც 125 მილიონი ბიოლუმინესცენტური, იგივე მანათობელი წყალმცენარეა გამოყენებული. როგორც თავად ვან ჰერპენმა თქვა, ამ წყალმცენარეებს რვა საათი დასვენება, რვა საათი შუქი და წყნარი, გრილი გარემო სჭირდებათ, რომ კარგად განვითარდნენ.
„როცა ბედნიერია, რეაგირებს იმ ადამიანის მოძრაობებზე, ვისაც აცვია,“ – ასე ახასიათებს დიზაინერი თავისი კოლექციის მთავარ ლუქს.
Iris Van Herpen-ის 2025 წლის ოტ-კუტიურ კოლექცია აერთიანებდა ჰაეროვანი ქსოვილებისაგან შექმნილ კოსტიუმებს, ემოციურ მუსიკას, ქორეოგრაფიას და, რა თქმა უნდა, ჰოლანდიელი დიზაინერის უნიკალურ ხელწერას.