VIDEO: კაცს დილით აუზში ალიგატორი დახვდა (უცხოეთი)

ალიგატორი

ფლორიდელ მამაკაცს დილით აუზში ალიგატორი დახვდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ედვარდ მაკლამა თვალებს არ უჯერებდა, როდესაც დაინახა, თუ როგორ დაცურავდა მის აუზში ალიგატორი. 

ქვეწარმავლის წყლიდან ამოსაყვანად ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიამ სახლში ჯგუფი გაგზავნა. 

ედვარდმა შემთხვევის ამსახველი ვიდეო ინტერნეტსივრცეში გააზიარა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.