თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

policiis lenti

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 

33 წლის გიორგი ცხვიტავა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის მკვიდრი იყო.

„შოკირებულია სოფელი. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა იყო. უკვე ჩამოასვენეს სენაკში. ტრაგედია ორი დღის წინ მოხდა. ადრე ევროპაში მუშაობდა, ბოლოს კი თბილისში. მშრომელი ბიჭი იყო...“, - ამბობს წყარო.

„პრაიმტაიმს“ ინფორმაცია დაუდასტურა ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, იოსებ ელიავამ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.