ავარია თელავში - დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ავარიას თელავში

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ჯიპი და მოპედი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად დაშავდა მოპედის მძღოლი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სხვადასხვა სახის დაზიანებით, კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.