სატვირთო მატარებელი, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა - შემთხვევა სოფელ ახალსოფელთან მოხდა

სატვირთო მატარებელი, ახალსოფელთან, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან, სატვირთო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო ბრიგადა.

შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.