რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტობუსს ცემენტმზიდი დაეჯახა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტობუსს ცემენტმზიდი დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, თუმცა მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი.