გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ახობაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმის  განხილვა დასრულდა. სასამართლომ ახობაძე უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.