„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1754426959
მოსამართლეს შეეძლო ჯარიმის გამოყენება და მზია ამაღლობელის დარბაზიდან გათავისუფლება, ასევე პირობითი მსჯავრის დადგენა, რაც არ გააკეთა და მხოლოდ თავი გადაირჩინა, – ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალის გადაკვალიფიცირებით, სისტემამ საკუთარი თავის გადარჩენაზე იმუშავა.
„სამართლებრივად ერთი და იგივენაირად უსამართლო და უკანონოა ორი წელი თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა თუ ოთხი წელი. ამ წუთს სისტემამ იმუშავა საკუთარი თავის გადარჩენაზე. ამ კვალიფიკაციით, მე თუ მკითხავთ, მათ საკუთარი თავი გადაირჩინეს ამხელა საზოგადოებრივი ზეწოლისგან. ამ ქვეყანაში ყველამ გაიგო, ვინც იცის სამართალი ან რაიმე გაეგება, რომ ის, რაც მზიას ბრალად ჰქონდა, არ არის თავდასხმა პოლიციელზე. ამიტომ, თავისთავად ცხადია, მოუწიათ ამის აღიარება. თუმცა, 353-ე მუხლი სამართლებრივი აბსურდია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი. განაცხადი, რომ ამ ადამიანს სჯიან პოლიტიკური, ღირებულებითი არათავსებადობის გამო. სწორედ იმიტომ, რომ მათი თამაშის წესებით არ ითამაშა.
წინა პროცესზე ერთი საქმე მივუთითე და მინდა, ყურადღება მიაქციოთ. იქ პოლიციელს პანღური ამოარტყა ერთ-ერთმა ბრალდებულმა. იმ საქმეში დაზარალებული იყო რიგით პატრულ-ინსპექტორი და არა პოლიციის უფროსი. იმ საქმეში სასამართლომ თქვა, ყველანაირი ზეწოლის და მობილიზაციის გარეშე, რომ ეს არ იყო თავდასხმა პოლიციელზე და პირობითი სასჯელი დაადგინა. ჩვენს შემთხვევაში კი გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა.
ამ მუხლის პირობებში, რომელიც ისეთივე უკანონოა, რომელიც იქნებოდა 353 პრიმა, დღეს მოსამართლეს შეეძლო გამოეყენებინა, როგორც ჯარიმა, რომელსაც გადააკონვერტირებდა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში, რაც მზიამ მოიხადა და გაათავისუფლებდა. შვიდი თვე თავისუფლების აღკვეთა სილის გაწნისთვის, რომელსაც დანაშაულთან საერთო არაფერი არ აქვს, საკმარისი არ არის? ერთი, რომ შეეძლო ჯარიმის გამოყენება და დარბაზიდან გათავისუფლება და მეორე, შეეძლო, პირობითი მსჯავრის დადგენა, რაც არ გააკეთა და მხოლოდ თავი გადაირჩინა. სააპელაციო სასამართლო წინ არის და არა მხოლოდ“, – განაცხადა მწარიაშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.