გოგა ხაინდრავა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაზე: განაჩენს მაინც დალოდებოდით, მერე დაგეწერათ ეს სამარცხვინო განცხადება

გოგა ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა მზია ამაღლობელის განაჩენთან დაკავშირებით 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.

„განაჩენს მაინც დალოდებოდით, მერე დაგეწერათ ეს სამარცხვინო განცხადება. თავმოყვარეობა ასე როგორ დაკარგეთ? თქვენი სამშობლოს ღირსებას უცხო ქვეყანაში ფეხქვეშ რის ფასად თელავთ! ევროს კავშირის საბჭოთა ბიუროკრატია გასაგებია! თქვენ! ხომ თქვენს ერს წარმოადგენთ?!“ - წერს ხაინდრავა.