„მოტეხილობებით კომაშია...“- მოსკოვის აეროპორტში კაცმა 2 წლის ბავშვი ძირს დაანარცხა

ბიჭი

მოსკოვში შერემეტიევოს აეროპორტში კაცმა ორი წლის ბავშვი მთელი ძალით იატაკზე დაანარცხა.

31 წლის კაცი, ბიჭს ბარგის მოთხოვნის ზონაში მოუახლოვდა, მოულოდნელად აიყვანა და მთელი ძალით იატაკზე დააგდო.

ბავშვმა გონება დაკარგა - მას ხერხემლისა და თავის ქალას მოტეხილობა აქვს. ბავშვი კომაშია.

თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის მოსკოვში ეგვიპტიდან ჩაფრინდა - დაშავებული ბიჭის ოჯახი კი ქაბულიდან.

შემთხვევა 23 ივნისს მოხდა. ბრალდებული მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულია.