ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
გარემოს ეროვნული სააგენტო, უახლოეს დღეებში, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება; ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივნისს +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 ივნისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +27+29 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა +30,+32 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით, 24 ივნისს +20, +22, ხოლო 25 და 26 ივნისს +28,+30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26,+28 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25-26 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. +28+30 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 25 და 26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +27+29 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი იქნება.