კვამლმა მადრიდამდე მიაღწია - რა ვითარებაა ესპანეთში, სადაც რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან

ხანძარი ესპანეთში

ესპანეთში უკონტროლო ტყის ხანძრებით გამოწვეულმა კვამლმა ქვეყნის დედაქალაქს, მადრიდს მიაღწია. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გუშინ მადრიდის მახლობლად ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. მადრიდი კვამლშია გახვეული.

ხანძარი მადრიდიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მძვინვარებს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ ფანჯრები არ გააღონ.

როგორც Associated Press-ი იუწყება, ხანძარმა უკვე მოიცვა 3 ათასი ჰექტრის ტერიტორია. ხანძრის ქრობის სამუშაოებს ხელს ქარი უშლის.