„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ვაშინგტონსა და ჩინეთს შორის სავაჭრო გარიგებების სერიამ შეცვალა პრეზიდენტ ტრამპის მტრული დამოკიდებულება პეკინის მიმართ და გააჩინა ვარაუდები, რომ მას სექტემბერში დაგეგმილ სამიტზე პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე მიიწვევენ, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის ვიზიტი პეკინში მკვეთრ შემობრუნებას მოასწავებდა ჩინეთის მიმართ მისი მრავალთვიანი კრიტიკის შემდეგ.
ჩინეთი სექტემბერში, ტიანანმენის მოედანზე აღნიშნავს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლის იუბილეს აღლუმით, ხოლო პუტინი უკვე დათანხმდა მიწვევას.
ჩინეთი და შეერთებული შტატები ომის დროს მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, როდესაც ორივე იაპონიის თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდა. ანალიტიკოსებმა სი ძინპინს მოუწოდეს, ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობა და უმასპინძლოს ტრამპსა და პუტინს სამმხრივ სამიტზე.