„ბავშვს ხდიდნენ და იატაკზე აწვენდნენ 4 საათი...“ - საბავშვო ბაღში , შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პოლიცია ლენტა

საბავშვო ბაღში შესაძლო ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლითაა დაწყებული.

„მოქალაქე ედიტა დანელიანმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღში მის შვილზე ძალადობდნენ. სოციალურ ქსელში მან დაწერა:

„ჩემ შვილს ხდიდნენ ტანსაცმელს და აწვენდნენ ძირს იატაკზე და ბავშვი იყო 4 საათი 3 საათი ყოველდღიურად შიშველი... ბავშვი შველას ითხოვდა მასწავლებლები იმავე ოთახში ისხდნენ და ტელეფონს სქროლავდნენ... ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ ასე ძალადობდნენ ჩემ შვილზე". დღეს კი დანელიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები და დაწერა: "აქ ჩანს ჩემი შვილი როგორ წევრ იატაკზე საათობით! სადაც დაფარულია, იქ ბავშვები სხედან და თამაშობენ, როცა ჩემი შვილი გახდილი წევს იატაკზე!“