„შესაძლოა ემოციურად არასტაბილური პერიოდი გქონდეთ“ - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

ზოდიაქოები

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა, სოციალურ ქსელში პოსტს
აქვეყნებს, სადაც ივნისის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს:

„ივნისის მთავარი იღბლიანები არიან ლომები, მერწყულები, მშვილდოსნები და ტყუპები.
თქვენთვის გახსნილია ყველა გზა დიდი შემოსავლების, პოპულარობისა და წარმატებისკენ.
ცოტათი უკან, მაგრამ მაინც იღბლის ტალღაზე არიან ვერძები და სასწორები თქვენი ზრდა ახალ ნაცნობობებს, კავშირებსა და მოგზაურობებს უკავშირდება. განსაკუთრებული სიფრთხილე და გაცნობიერება დასჭირდებათ კირჩხიბებსა და თხის რქებს. შესაძლოა ემოციურად არასტაბილური პერიოდი გქონდეთ, ხოლო წარსულიდან ადამიანები მოულოდნელად ისევ გამოჩნდნენ და თქვენი პირადი საზღვრების დარღვევა სცადონ".