მძიმე ავარიის საქმეზე, დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელიც საჭესთან იჯდა
1780515140
ახალგაზრდა სპორტსმენი ტრაგიკულად დაიღუპა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის სპორტულ საზოგადოებას.
ზოგი ადამიანი ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი ხასიათითა და დამოკიდებულებით დიდ კვალს ტოვებს. გიორგი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. მშვიდობით, ჩემპიონო…“, - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.