ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
სვეტიცხოვლის ტაძარში, ინტრონიზაციის პროცესისთვის, ბოლო დეტალები ზუსტდება. ტაძრის ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები და ხმის გამაძლიერებელი, პროცესის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მოხდება.
დღეს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ინტრონიზაციის პროცესს თბილისიდან შეუერთდნენ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მსურველებს ავტობუსი უფასოდ მოემსახურება.
ცერემონია რამდენიმე ნაწილისგან შედგება - პირველი, ეს არის თავად შიო მესამის სვეტიცხოვლის ტაძარში შებრძანება, მას წმინდა სინოდის წევრები შეაცილებენ ტაძარში.
შემდეგ, შიო მესამე გადაინაცვლებს ტაძრის შიდა სივრცეში, სადაც უხუცესი მღვდელმთავრები მას მკლავში მოკიდებენ ხელს და სამჯერ დააბრძანებენ საპატრიარქო ტახტზე. ამის შემდეგ იტყვიან სიტყვა - აქსიოს, რაც ბერძნულად "ღირს არის" ნიშნავს.
აღნიშნული პროცესის შემდეგ, შიო მესამეს გადაეცემა ის სიმბოლიკები, რომელიც საპატრიარქო ტახტს გააჩნია. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, პატრიარქი მრევლს სიტყვით მიმართავს.
სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც პატრიარქ შიო მესამის ინტრონიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ.
ტაძარში უკვე მისულები არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.