„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

გივიკო

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა.

„მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო... ვერ გაუძლო შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა...

მიწისთვის მენანები გივიკო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ვინ დაგვწყევლა, რა ხდება ჩვენს თავს? 

ამდენი ნარჩევი ახალგაზრდა რატომ?

ვაი შენს დედას შვილო, ყოველ დღე გული გახეთქვას მაქვს, სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდობა... 

მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ნუთუ მიწას არ შერცხვება შენი, ღმერთო, ხანდახან რა სასტიკია წუთისოფელი.
შეგრცხვეს სიკვდილო! დაგვანებე თავი ცოტა ხანს“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.