მებაჟე ოფიცრებმა სგპ ყაზბეგში არადეკლარირებული სიგარეტისა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

არადეკლარირებული სიგარეტი

საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“ კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - საერთო ჯამში 620 კოლოფი სიგარეტი და 6 მილიონი რუსული რუბლი აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 215 910 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ ერთ მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, ხოლო ერთი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.