სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 15 პირის პროცესი გაიმართა - მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს

როინ ხინთიბიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 15 პირის პროცესი გაიმართა. მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დაკავებულებს ბრალად ჯგუფურად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა.

"ვიდეოჩანაწერებში კარგად ჩანს ყველა ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები - ის, თუ როგორ მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში. ასევე, როგორ ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდებას. ამასთან, ვისაუბრეთ იმ მოწმეებზე, რომლებიც მისცეს ჩვენება სასამართლოში და თუ რა ზიანი მიადგათ მათ. ასევე ვისაუბრეთ ექსპერტებზე, რომლებმაც ისაუბრეს იმ ექსპერტიზებზე, რომლებიც მათ გასცეს - ანუ დაადგინეს, რომ ვიდეოჩანაწერზე არსებული პიროვნებები იყვნენ ნამდვილად ბრალდებულები. ამ ყველაფრის შეჯამების საფუძველზე, სასამართლოსგან მოვითხოვეთ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ყოფილიყო გამოტანილიყო ყველა ბრალდებულთან მიმართებით," - განაცხადა საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ.